სიღნაღის სასამართლომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული 3 ახალგაზრდა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მხარეებს შორის ინციდენტი 27 იანვარს დედოფლისწყაროში, სოფელ ხორნაბუჯის სტადიონზე მოხდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ძმები დავით და რობიზონ ყოჩიაშვილები და ირაკლი გლახოშვილი სტადიონზე მყოფების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ, რის გამოც სამართალდამცავებმა დაშლისა და დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რასაც მათი მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა მოჰყვა.

ბრალდების საწინააღმდეგო ვერსია აქვთ დაკავებულებს. მათი თქმით, პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ახალგაზრდების მიმართ იძალადეს. დაკავებულები განმარტავენ, რომ პოლიცია მათ მუდმივად დევნის იმის გამო, რომ გლახოშვილი და მისი ძმა წარსულში ყაჩაღობაზე არიან ნასამართლევი.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები გაასაჩივრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა