მაია ცქიტიშვილმა და ევროკომისიის დელეგაციამ თანამშრომლობის არსებული და ახალი მიმართულებები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა თანამშრომლობის არსებულ და ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს.

„ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და არ იყო მოულოდნელი, რომ ძირითად პრიორიტეტებზე, ჩვენი ხედვები თანხვედრაშია. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც 18 მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს და მათ დიდი ნაწილს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ამ პროექტების გარდა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელობა. რაც ამ პროექტებს აერთიანებს, ესაა რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილების გაჩენა, რაც მთლიანობაში, უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრაში, მინისტრთან ერთად, მაია ცქიტიშვილის მოადგილეები - ირაკლი ქარსელაძე და მზია გიორგობიანი მონაწილეობდნენ.

„განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე, განვსაზღვრეთ თანამშრომლობის ახალი სფეროები. ჩვენ ვაფართოვებთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და ამ თვალსაზრისით დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ორ მხარეს შორის ინტენსიური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ჰენრიკ ჰოლოლეიმ, საპატიო სტუმრის სტატუსით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისში ეკონომიკური კონფერენცია გახსნა, მოგვიანებით კი, ევროკავშირ-საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა