ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს ბანკის (СEB) მიერ, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე.

„საჯარო სექტორში აღსანიშნავია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებასა და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდას, რისთვისაც СEB-თან ერთად, ფინანსური რესურსები გამოყოფილია აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P)“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.

„მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ. 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების საკითხებს, ასევე, ნდობის აღდგენის ღონისძიებების განვითარებასა და ისეთ საფრთხეებთან ბრძოლას, როგორიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება