გიორგი დოხტურიშვილი ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე - მივმართავ დეველოპერებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებაში

თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე ე.წ. ,,ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დეპუტატის თქმით, ვარკეთილის მესამე მასივში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი დოხტურიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი ამჯერად დიდი იქნება და მიმართავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკუთარი წვლილი შეიტანონ ასეთი მასშტაბური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებაში.

,,დღეს ისტორიული პროცესი დაიწყო და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საპილოტე პროექტის განხორციელება პირველად ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ვარკეთილის მესამე მასივში დაიწყება. საუბარია 3 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე, სადაც 75 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ზონა გაშენდება. პირველ ეტაპზე, პროექტის თანახმად, შევძლებთ ავარიულობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ ის ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში ასეთ სახლებში ცხოვრობდა და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მათი ყოფითი პირობები. მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, დეველოპერებს, დაინტერესდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ასეთი მასშტაბური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს