ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და რძალი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საქმე ეხება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან არ გამოჩენილან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 28 იანვარს დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დაიკითხა, რომლის ინფორმაციითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მისი ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელით მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე და რძალი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოსაკითხად იმყოფებიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა