რომან გოცირიძე - როცა ამბობენ, რომ „გაზპრომთან" კონტრაქტის რაღაც ნაწილი საიდუმლო იქნება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ უსუსურობას ან კორუფციას მალავენ

როცა ამბობენ, რომ „გაზპრომთან" კონტრაქტის რაღაც ნაწილი საიდუმლო იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ უსუსურობას ან კორუფციას მალავენ, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

დეპუტატის თქმით, ხელშეკრულებას ორი მხარე აწერს ხელს და თუ ქართულ მხარეს ეს არ უნდა, ვერც ვერავინ დააძალებს.

„გასაიდუმლოება იყო სწორედ ქართული მხარის მოთხოვნა ორი წლის წინ, ვინაიდან ძველი ხელშეკრულების შეცვლით საქართველო ყოველწლიურად კარგავს 60 მილიონ ლარზე მეტს. რუსეთს და „გაზპრომს“ ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ პირობებს, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე გადის ჩვენივე საკუთრების გაზსადენი. დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ხელშეკრულების სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუშვებელია, რომ ხელშეკრულებაში იყოს კონფიდენციალური მუხლები. არც ისაა გამორიცხული, მთავრობამ კიდევ უფრო უარეს პირობეზე მოაწეროს ხელი, ვიდრე ორი წლის წინანდელი ისედაც საშინელი კონტრაქტი იყო", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში შეიტანა ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა, ერთი სხდომა ჩატარდა, მაგრამ "უკვე ერთი წელი გავიდა და ჩამიჩუმი არ ისმის".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო