კობა გვენეტაძე - "თიბისი ბანკში" მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს

"ეროვნული ბანკის შეფასებით, "თიბისი ბანკში" მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი საკრედიტო ინსტიტუტია.

"თიბისი ბანკი" არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. მას გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე, იმაზე უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნაა. ამავე დროს, იგი სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზემოთ თქმული", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 2018 წლის ბოლო თვეებში "თიბისი ბანკმა" 15 ფილიალი დახურა და 200-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. "ეს არის კომერციული ბანკის მიერ მიღებული ჩვეულებრივი გადაწყვეტილება. ეს კეთდება იმის ანალიზის მიხედვით, თუ რა მოთხოვნაა ბანკის სერვისებზე ქალაქის სხვადასხვა ადგილზე ან რეგიონში. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ორგანიზაციის გადასაწყვეტია", - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს