ვახტანგ ყოლბაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდნ აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გერმანია ისტორიულად საქართველოს პარტნიორი ქვეყნაა ყველა ეტაპზე.

მთავრობის თავმჯდომარემ გერმანელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ გაეროს რეზოლუციების რეგულარული მხარდაჭერისათვის. მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ. გააცნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციასა და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აფხაზეთის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რესპუბლიკის საელჩოს შესაძლო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე და ურყევი პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე პოლიტიკის, კულტურის და პრესის საკითხებში მიხაელ ფაბრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო