გიორგი ქობულია - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ

2019 წლის პირველ კვარტალში ძალაში შედის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ქობულიას განცხადებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობამ წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოყო.

მინისტრის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ბევრ ბიზნესს ფინანსებზე წვდომის პრობლემას მოუხსნის. კერძოდ, აღნიშნული სქემის გამოყენებისას გათვალისწინებული იქნება ის პრიორიტეტები, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისათვის. მათ შორისაა, წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრენინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და განვითარება, სამედიცინო მომსახურება, ტურისტული მომსახურება და სხვა.

საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა