გიორგი ქობულია - IT სექტორისთვის 3 წელიწადში 10,000 ადამიანს გადავამზადებთ

ჩვენ, განათლების სამინისტროსა და ბიზნესთან ერთად, შევქმენით სპეციალური საბჭო, საერთო ძალისხმევით IT სექტორისთვის საგანმანათლებლო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში 10,000 ადამიანის გადამზადებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია მათი უწყების დაფინანსებით ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის ეგიდით ტარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საბჭომ შეიმუშავა სპეციალური კურსები იმ სპეციალისტების მოსამზადებლად, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია სადღეისოდ შრომის ბაზარზე.

მისივე თქმით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა შრომის ბაზარს 10,000 სპეციალისტს შემატებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა