ირაკლი ხმალაძე - „ყაზტრანსგაზში“ სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირებით განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და ამ კომპანიის მმართველობას მამუკა კობახიძე დაიწყებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მამუკა კობახიძემ დაწერა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით და მუშაობის გაგრძელებას „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აპირებს.

ხმალაძის თქმით, აქამდე მამუკა კობახიძე „ყაზტრანსგაზის“ დირექტორად იყო დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა, ვინაიდან „ყაზტრანსგაზი“ დღეს იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და დღემდე სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს.

„თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირებით, „ყაზტრანსგაზში“ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მამუკა კობახიძე დაიწყებს ამ კომპანიის მმართველობას. რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, აქ ჩვენ დავნიშნეთ დროებითი დირექტორი გიორგი შარკოვი, რომელიც კომპანიას 3 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ უკვე თბილისის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა