გიორგი ქობულია - სპეციალურად ქალბატონებისა და ახალგაზრდებისთვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს პრიორიტეტული მიმართულება ექნება

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საკრედიტო - საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ. 2019 წელს ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მექანიზმს ექნება პრიორიტეტული მიმართულება სპეციალურად ქალბატონებისა და ახალგაზრდებისთვის. „აღნიშნული სქემის ამოქმედების შემდეგ, ვფიქრობთ, გაიზრდება ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომელთაც ქალბატონები და ახალი თაობის მეწარმეები განავითარებენ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“.

საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს