პრეზიდენტმა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, პირველი სამუშაო შეხვედრები გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებთან პრეზიდენტმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის საკითხები, 2018 წელს განხორციელებული პროექტები და მიმდინარე წელს დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან სალომე ზურაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილა და ისეთ გარემოსდაცვით თემებს შეეხო, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურების საკითხი, გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებისა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობის მიმართულებები.

საქართველოს პრეზიდენტმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კი, შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და პირველი სამუშაო შეხვედრა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან 15 იანვარს გამართა. პრეზიდენტი ასევე შეხვდა: შინაგან საქმეთა მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს