ნინო ბურჯანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს?, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაბალია, კორუფციაც არის და არაგამჭვირვალე ტენდერებიც ტარდება.

„ნეპოტიზმიც არის, სამწუხაროდ, კორუფციაც არის, არაგამჭვირვალე ტენდერებიც არის, დემოკრატიის ხარისხიც ძალიან დაბალია და ძალიან ბევრი სხვა რამ, მაგრამ დასკვნები, რომელიც გაკეთდა, თურმე, მოსახლეობის 41% კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, კიდევ 4 თუ 5% ძალიან კარგად, ანუ ლამის მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს.

წინა ხელისუფლებას თუ შეადარებ, მითუმეტეს ვერ შეაფასებ ამ ხელისუფლების მუშაობას. ეფექტური ის ხელისუფლება უფრო იყო, ცუდშიც და კარგშიც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს? როცა მოსახლეობა უმუშევრობაზე ლაპარაკობს, როცა სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს, როცა ჩვენ ვხედავთ გალის მოსახლეობის ღაღადს, ერთი თვეა გალის მოსახლეობა აბსოლუტურად უპატრონოდაა მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით, არათუ, რამე ნაბიჯი არ გადადგმულა. რომელ ეფექტურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ?!“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო როგორც ცუდში, ასევე კარგშიც"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო