საფრანგეთში მამაკაცმა გამვლელებს ესროლა, დაჭრილია ხუთი ადამიანი

მამაკაცმა საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე, ქალაქ ბასტიაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ „BFMTV“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა, სადაც თავად ცხოვრობს. პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ოპერაცია დაიწყო.

სროლის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. სროლის მიზეზებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო