ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მთავრობისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული თაფლის მწარმოებლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართული თაფლის მწარმოებლებს და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას თაფლის მწარმოებლებთან ერთად ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც ესწრებოდა.

„ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის მთავრობისთვის. ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია. მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. რაც შეეხება კონსოლიდირებული ტენდერით ნატურალური თაფლის შესყიდვის საკითხს და შექმნილ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, ნაჩქარევი იყო აღელვება. ზოგადად საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო