გიგი უგულავა - არ ვაპირებ კალაძესთან შეჯიბრებას, დამანებოს თავი და ნუ მეტოლება ყოველ მთავრობის სხდომაზე, მიხედოს საქმეს

კახი კალაძე არის გაუნათლებელი და ის ელემენტარულად, ტერმინებს ვერ არჩევს, გაუნათლებელთან ერთად პოლიტიკური ცვედანიც არის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აღნიშნულით, უგულავამ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, 2013 წელს სწორედ გიგი უგულავამ გასცა სპეცნებართვა ვაკის პარკში 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

კახი კალაძე გაუნათლებელთან ერთად პოლიტიკური ცვედანიც არის, იმიტომ, რომ მე შემიძლია ჩამოვყვე რამდენი პრობლემა დამხვდა ვანო ზოდელავასგან, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია და არც იმათ ვაკადრებდი, ელემენტარული კოლეგიალობის საკითხია. ადამიანი, რომელიც ხელს იშვერს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური ცვედანი, ამასთან ერთად სამწუხაროდ, არის შეუფერებელი, იმიტომ, რომ არის უზრდელი. პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახი კალაძე ამბობს ერთ სიტყვას, რომელსაც რეალურად სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის სხვა მნიშვნელობით ხმარობს, იმიტომ, რომ არ იცის. არ ვაპირებ ამ ადამიანთან შეჯიბრებას, დამანებოს თავი და ნუ მეტოლება ყოველ მთავრობის სხდომაზე, მიხედოს საქმეს“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო