გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ ენდობა მხოლოდ ბიგვავას, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ კახეთში „ტოჩნი ზურაბა“ შეარქვეს, ისე „ზუსტად“ დასვა შედეგი

„ქართული ოცნება“ ენდობა მხოლოდ ბიგვავას, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ კახეთში „ტოჩნი ზურაბა“ შეარქვეს, ისე „ზუსტად“ დასვა შედეგი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთგვარი ნარატივია, რომ არ ენდოს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციას.

"კვლევა, ზოგადად, სარკეა, ანახებს პრობლემებს. უკვე მეშვიდე წელია, რაც “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და NDI მანტრად აქვს გადაქცეული, თითქოს რაღაც უბედურება იყოს და ამ კვლვებს არ ენდობიან. „ქოცური" ნარატივები ხომ ყალიბდება და ერთ-ერთი ამ "ქოცურ" ნარატივში დევს ეს, რომ NDI-ს კვლევებს არ ენდონ. მერე ხდება ისე, რაც მოსწონთ ენდობიან და რაც არ მოსწონთ არ ენდობიან. ეს არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი, რომელიც ენდობა მხოლოდ ზურა ბიგვავას კვლევებს, რომელსაც პირველი ტურის მერე კახეთში „ტოჩნი ზურაბა“ შეარქვეს, ისე ზუსტად დასვა შედეგი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო