გედევან ფოფხაძე   - მივესალმები, თუ კობახიძე ფარული ჩანაწერების საკითხს ბოლომდე ჩაყვება, მთავარია არ გადაყვეს

მივესალმები, თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია არ გადაყვეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ფარული ჩანაწერებით ბრძოლის მეთოდები დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს და ამაში ყველანი სოლიდარულნი უნდა იყვნენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, როცა ადამიანს მსგავსი ფორმებით ებრძვიან, არ შეიძლება მასზე კითხვის ნიშნებით საუბრობდე. დეპუტატმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას გააკეთა.

„მივესალმები თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია არ გადაყვეს. არ შეიძლება შენს კოლეგას ვიღაც ასეთი ფორმებით თავს ესხმოდეს და შენ კითხვის ნიშნებით საუბრობდე საჯარო სივრცეში. მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის თემებია, რაშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად განწყობებისა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ის მეთოდები, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა