სარა სანდერსი - ჩემი რწმენით, ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო

თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ ეს ღმერთს სურდა. ამის შესახებ სარა სანდერსმა ქრისტიანულ ტელეარხ CBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს გვიხმობს სხვადასხვა დროს ამა თუ იმ როლის შესასრულებლად და ჩემი რწმენით, ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო და ზუსტად ამიტომაც ის იქ არის, სადაც არის“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპმა უზარმაზარი სამუშაო განახორციელა მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად“.

სარა სანდერსმა ასევე გააკეთა კომენტარი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოზის განცხადებაზე, რომ „მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა ამორალურია“.

„სასაცილოა იმის თქმა, რომ შენი ხალხის დაცვის იდეა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობაა, ამორალურია“, - დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო