ჯერი კონოლი -  საქართველოს პარლამენტში ესმით, რომ ოპოზიციის და არჩევნების შედეგების პატივისცემა ის ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ

ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში ესმით, რომ ოპოზიციის და არჩევნების შედეგების პატივისცემა ის საყრდენი ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ, - ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერი კონოლიმ ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ევროპის სხვა ნაწილებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი. თუ არ არსებობს მყარი, ფუნდამენტური თავდადება დემოკრატიის შენარჩუნების მიმართ, ის შეიძლება დასუსტდეს, გაუარესდეს. ამას ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ, იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში ეს ესმით. მათ ესმით, რომ ოპოზიციის პატივისცემა და არჩევნების შედეგების პატივისცემა, ის საყრდენი ფუნდამენტია, რომელზეც დემოკრატიულ ინსიტუტებს ვაშენებთ და პატივს ვცემთ დემოკრატიულ არჩევანს, მაშინაც კი, როცა ის არ მოგვწონს“, - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო