კონგრესმენი დევიდ პრაისი - საქართველოში სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას

საქართველოში სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ჩვენ ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას, - ამის შესახებ კონგრესმენმა დევიდ პრაისიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

კონგრესმენი კოლეგებთან ერთად ქართველ დეპუტატებს შეხვდა.

“შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. ამერიკელ ხალხს უყვარს საქართველო. ის არის შთაგონების წყარო და რთულ რეგიონში იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გაიდგას ფესვები დემოკრატიამ. ჩვენ ამას ვაფასებთ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ ამის მხარდასაჭერად. ჩვენ ვიცით, რომ როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტების მოგვარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიციას უსმენენ, კანონის უზენესობის უზრუნველყოფას და სასამართლოს. სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ჩვენ ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო