საქალაქო სასამართლოში თბილისის ბაგა-ბაღების 12 გათავისუფლებული დირექტორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში თბილისის ბაგა-ბაღების 12 გათავისუფლებული დირექტორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსარჩელე მხარეს დირექტორები, ხოლო მოპასუხე მხარეს ბაღების სააგენტო წარმოადგენს.

დღევანდელ სხდომაზე მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე უნდა დაიკითხოს.

"წინასასამართლო სხდომა მოწმეების დაკითხვაზე გაჩერდა. უნდა დაიკითხოს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბადრი გიორგიძე. სწორედ მან შექმნა დასკვნა, რომლითაც ფინანსურ დარღვევებს გვედავებიან. არ არსებობს არანაირი აქტი, თუ რამდენი უნდა დაიხარჯოს კვებაზე, შესაბამისად, გაურკვეველია, რას გვედავებიან. საიდან დგინდება, რომ დარღვევა მოხდა. მენიუფაქტურას სააგენტო ადგენდა და ყველა დეტალი დირექტორების მიერ შეთანხმებული იყო სააგენტოსთან. 10 დირექტორს ედავებიან თითქოსდა ზედმეტი თანხა დახარჯეს. ორ დირექტორს კი თევზის დაწვას და კარაქის გაფუჭებას ედავებიან“, - განაცხადა გათავისუფლებული დირექტორების ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

საბავშვო ბაღის 12 დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ დირექტორებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა