ბორჯომსა და ქუთაისში სავაჭრო ობიექტების გაქურდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში 3 პირი დააკავეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ბორჯომსა და ქუთაისში ათამდე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებდან აცნობეს, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა ლ.ჯ.-მ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ორმა პირმა -2000 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ და 2003 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 21 იანვარს ქალაქ ბორჯომში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჩადენილი დანაშაულის გარდა, არასრულწლოვანმა მ.ჯ.-მ, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში 6 სავაჭრო ობიექტი გაქურდა. ისინი აღნიშნულ ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთებს და ფულს იპარავდნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ. პოლიციამ სამივე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 იანვარს, ქუთაისში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს”, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა