კომპანია "ჯეოტურანის" დამფუძნებელი - საპენსიო რეფორმის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა

საპენსიო რეფორმის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ კომპანია "ჯეოტურანის" დამფუძნებელმა პაატა რუსაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო შენატანი დასაქმებულისა და დამსაქმებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის გავლენას ვერ მოახდეს საერთო სურათზე.

„ჩემს კომპანიაში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებული, მათთვის საპენსიო დაგროვებითი სისტემა სულაც არ არის სიახლე, რადგან ხშირად უწევთ უცხოეთში ვიზიტებით წასვლა, გადამზადების, ტრეინინგების, თუ კონფერენციების ფარგლებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საპენსიო რეფორმა ევროპული არჩევანია, ეს ის ნაბიჯია, რომელიც ქვეყანამ უნდა განვლოს უკეთესი მომავლისთვის. საპენსიო შენატანი დასაქმებულისა და დამსაქმებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის გავლენას ვერ მოახდეს საერთო სურათზე. ამის გამო, არც ერთი დამსაქმებელი უარს არ იტყვის კარგ კადრზე და პირიქით, სოციალური სოლიდარობიდან გამომდინარე, იზრუნებს თავისი კარდების ღირსეულ მომავალზე. აი ამიტომ, ჩემი კომპანია 2019 წლის იანვრის დასაწყისშივე ჩაერთო დაგროვებით საპენსიო სქემაში. სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, ჩვენთანაც დაგროვებითი საპენსიო რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ნორმალურია, არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, ხოლო ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია და საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტი ეროვნულ ვალუტაში აჭარბებს 2,8 მლრდ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 9,5 მლრდ ლარს. ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა, მე მჯერა, რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა რუსაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა