ხუან გუაიდო - ნიკოლას მადუროს პრაქტიკულად მომხრეები არ დარჩა

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს ცვლილებები სურს, ხოლო ნიკოლას მადუროს პრაქტიკულად არ დარჩა მომხრეები. ამის შესახებ ხუან გუაიდომ კარაკასში, ვენესუელას ცენტრალურ უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს ცვლილებები სურს, დიქტატორ მადუროს ქედმაღლობა კუთხეში აყენებს და მიმდევრები არ რჩება. უზურპატორის რეჟიმს არ აქვს პასუხი ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების წარმატებაში.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვენესუელაში ცვლილებებს მივაღწევთ“, - განაცხადა გუაიდომ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არგენტინის, აშშ-სა და ჩილეს პრეზიდენტები მას მხარს უჭერენ.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე არგენტინისა და ჩილეს პრეზიდენტებთან. მათ სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა