მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წელს დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი

ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს ძალიან დიდი ადგილი აქვს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას ეს წარმატება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ინფრასტრუქტირა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სისტემებთან. ინფრასტრუქტურული განვითარება როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2022 წლის ჩათვლით ჩვენ შევძლოთ და დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა დონორებს, პარტნიორებს და სამშენებლო კომპანიებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურულის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებილი ვარ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წელი, როცა ჩვენ ყველა დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი არის ძალიან მაღალი. აქცენტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში 2019 წელს, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართულ ეკონომიკაში“, -აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო