გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა როგორც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა