მაია ცქიტიშვილი - წყალმომარაგება ჩვენს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება

უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, უპირველეს პრიორიტეტად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა.

მათივე ინფორმაციით, პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

როგორც ვიცე-პრემიერმა 2018 წელს განხორციელებული სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა, გასულ წელს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო, სამშენებლო და გამრიცხველიანების სამუშაოებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 153 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც გაუმჯობესებული ხარისხის წყლით უზურნველყოფილი იქნა 50 000 ბენეფიციარი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სტეფანწმინდა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო წყალმომარაგება და ახალციხეში არსებული დევნილთა დასახლება, სადაც წლების განმავლობაში საუბნო ონკანებით სარგებლობდნენ.

,,2018 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. დასრულდა 77 მილიონი ლარის ღირებულების წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რის შედეგადაც დამატებით 100 000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების ხარისხი და მიწოდების გრაფიკი“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს