ბექა ბასილაია - მოსამართლე ისე იქცეოდა, როგორც დაინტერესებული პროკურორი - სხდომიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ

ადვოკატი ბექა ბასილაია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ სხდომიდან მისი გაძევების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

მისი თქმით, 30 იანვარს საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა, რომელშიც ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე მოწმის სახით იკითხებოდა ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.

ადვოკატის განმარტებით, მოსამართლესა და მას შორის კამათი სწორედ ბაინდურაშვილის დაკითხვისას მოხდა, რა დროსაც მოსამართლემ თავდაპირველად დააჯარიმა, შემდეგ კი სხდომიდან გააძევა.

ადვოკატი მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სააკაშვილისა და ჯანაშიას მიმართ შერჩევითი სამართალი მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ბასილაია არ გამორიცხავს, რომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"პიჯაკების საქმეს მოსამართლე აღარ ჰყავს. საქმე განიხილება პროკურორ-მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ. ამ პროცესზე ის პროკურორ-მოსამართლედ ჩამოყალიბდა. ამის მკაფიო დასტური იყო ბოლო პროცესზე მოსამართლის ქცევა, როდესაც იკითხებოდა საქმის მნიშვნელოვანი მოწმე ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. მოწმე, რომელიც ისედაც დამფრთხალი იძლეოდა ჩვენებებს და ისედაც პროკურორების წნეხის ქვეშ არის, მოსამართლემ არ მისცა დაცვის მხარეს მოწმის ჯეროვანი დაკითხის საშუალება. მოსამართლე დაცვის მხარეს არ აძლევდა დაესვა ისეთი მნიშვნელოვანი კითხვები, რაც თემურ ჯანაშიას გამართლებას იწვევდა. მეტიც, პასუხები, რაც ჯანაშიას უდანაშაულობას ადასტურებდა, მოსამართლემ უბრალოდ გააუქმა. თქვა, რომ მოწმეს ამაზე საკმარისი კომპეტენცია არ აქვს და მოწმის ჩვენების ინტერპრეტაციას თავად აკეთებდა. მოსამართლე იქცეოდა ისე, როგორც დაინტერესებული პროკურორი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს საქმე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნუმუში", - განაცხადა ბასილაიამ.

ბრალის დამტკიცების შემთხვებაში, რომელიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას გულისხმობს, მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა