მაია ცქიტიშვილი - გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით, დასრულდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტიური მუშაობა გრძელდება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობის კუთხით, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2018 წელს განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, გასულ წელს განხორციელდა 617 პროექტი და დაიხარჯა 1.478 მლნ ლარი, მათ შორის - 727 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით განახლდა 218 კმ გზა და აშენდა 25 ახალი ხიდი, მათ შორისაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხობი-ლესიჭინეს მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალზე ახალი სახიდე გადასავლელის მშენებლობა.

“გასულ წელს დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც განტვირთა საკურორტო ზონა ტრანზიტული მოძრაობისგან და მნიშვნელოვნად შემცირდა ბათუმამდე მგზავრობის დრო. ასევე დასრულდა მესტია-უშგულის რთულ მონაკვეთზე 10 კმ გზის მშენებლობა. ეს არის ერთადერთი გზა უშგულამდე და მას როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები აქტიურად იყენებენ. გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდა ზამთრის თვეებშიც და ამ გზის სხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც გაგრძელდება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა დარიალის ხეობაში, რიკოთის გვირაბის შემდგომ ყველაზე მასშტაბური, დევდორაკის 2 კმ-იანი გვირაბის დასრულებულ მშენებლობაზე, რომლის მეშვეობითაც ხეობაში გადაადგილება უსაფრთხო გახდა და მთელი წელი შენარჩუნებული იქნება ამ გზის ტრანზიტული ფუნქცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო