მაია ცქიტიშვილი - სტიქიების პრევენცია ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც წელს ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ

სტიქიების პრევენცია ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც წელს ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 2018 წლის შეჯამებისა და 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს ასევე დასრულდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების და კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობის მშენებლობა.

„სამწუხაროდ, 2018 წელს ჭუბერში სტიქია გვქონდა და ყველამ ვიცით, რომ სტიქიების პრევენცია ზოგადად, ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც წელს ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც პარტნიორ სამინისტროებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ, ტურისტული ინფრასტრუქტურაა. „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 14 პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა, რომლის ღირებულება 90 მილიონი ლარია. ასევე, საინტერესო პროექტი იყო დაახლოებით, გერგეტის სამებაზე ასასვლელი 6 კილომეტრის სიგრძის გზა, კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სისტემები, თელავის ბატონის სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია, ხერთვისის ციხის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის მოწყობა და მცირე პროექტები უბისასთან, კაცხის მონასტერთან და ამ მიმართულებით შემდეგ პროექტებს ვგეგმავთ“ , - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა