მაია ცქიტიშვილი - ვმუშაობთ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პრობლემის მოსაგვარებლად

ვმუშაობთ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პრობლემის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებული და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„განსაკუთრებით რთული ვითარებაა წყალმომარაგების მხრივ გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, სადაც წყლის დაფარვა დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია. წელს ვგეგმავთ განვახორციელოთ ინვენტარიზაციის პროცესი, რათა ვნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს, რადგან, ბევრ დასახლებაში, მიუხედავად იმისა რომ ცენტრალიზებული მომარაგება არ არსებობს, არის მოწყობილი ადგილობრივი ლოკალური ქსელები, ე.წ სოფლის წყლები, რომლის მართვაც არის ახალი მეთოდებით განსახორციელებელი. ასევე არის დიდი ძალისხმევა ჩასადები რომ წყლის ხარისხი მოვიყვანოთ სტანდარტებთან. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, ხარისხიანი სასმელი წყალი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ასეთ სოფლებში წყლის სათავე ნაგებობები, წყაროები და ჭები ხშირად არის სხვადასხვა ტიპის დაბინძურების საფრთხის წინაშე.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად, აშშ განვითარების სააგენტოსთან USAID-თან ერთად, სპეციალურად მოწვეული უცხოელი ექსპერტების დახმარებით, ყველაზე პრობლემურ გურიის რეგიონში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის მართვის გამოწვევების შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც უზრუნველვყობთ სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა