დონალდ ტუსკი - ევროკავშირი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ გადახედავს

ევროკავშირი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ გადახედავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ჩემი გზავნილი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის მკაფიოა: ევროკავშირის პოზიცია ნათელი და თანმიმდევრულია. „ბრექსითის“ შესახებ შეთანხმება გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელს ჯერ კიდევ არ ესმის თუ რა სურს ლონდონს.

„გუშინ ჩვენ გავარკვიეთ თუ რა არ სურს ლონდონს, თუმცა დღემდე არ ვიცით, რა სურს დიდ ბრიტანეთს“, - აღნიშნა მან.

სამშაბათს ბრიტანელმა პარლამენტარებმა შესწორებები მიიღეს „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტში, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით ე.წ. „ბექსტოპის“ მექანიზმის გამორიცხვას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებაში ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ტერეზა მეის მთავრობა და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი 2020 წლის ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს, ხოლო მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდია ერთიანი ევროპულ საბაზრო სივრცეში უნდა დარჩეს, რაც ლონდონში აღიქმება, როგორც სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს