დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებები იგეგმება

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სისტემურ რეფორმებს დაიწყებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, უკვე შემუშავებულია სპეციალური სამოქმედო გეგმაც.

„როგორც სოციალურ პოლიტიკაში, ასევე სოციალურ სამუშაოში, რომელსაც სოცმუშაკები ახორციელებენ, სისტემური ცვლილებები დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი. შარშან, წლის ბოლოს უკვე შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც არის პასუხი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება თბილისში, სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევას, სერგეენკოს თქმით, სისტემური რეფორმები იქნება, რაც მიმართულია უფრო მეტი შედეგისაკენ.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის სისტემური პრობლემა, ეს არის კონკრეტული შემთხვევა, თუმცა სისტემური რეფორმები იქნება, რაც მიმართულია უფრო მეტი შედეგისაკენ",- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა