ადვოკატი - სასამართლოში წარმოდგენილი მასალები ბრალდებულ დ.ღ.-ს უდანაშაულობას ადასტურებს

დაცვის მხარე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს სასამართლო სხდომაზე საკუთარი მტკიცებულებების დემონსტრირებას მოახდენს. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებამ დაცვის მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება. თუმცა ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას თქმით, დაცვის მხარე მაინც მოახდენს ინფორმაციის დემონსტრირებას სხდომაზე.

„მასალები ეხება ხორავას ქუჩაზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მასალებს. ეს მასალა არის უშუალო შემხებლობაში საქმესთან და დ.ღ.ს უდანაშაულობას ადასტურებს", - განაცხადა ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ.

შგახსენეთ, რომ დ.ღ. გასული წლის ზაფხულში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის შეხვდა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და მასთან საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ სასამართლოში ამის შესახებ არ უსაუბრია. დ.ღ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ამჟამად ბრალდებული გირაოთი არის გათავისუფლებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა