გია ჟორჟოლიანი ფარულ ჩანაწერებზე - თუ აქ სიმართლის რაიმე ნიშანწყალი მაინც არის, ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია

თუ აქ სიმართლის რაიმე ნიშანწყალი მაინც არის, ცხადია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში შეუწყნარებელი დამოკიდებულება უნდა იყოს მსგავსი ფაქტების მიმართ.

"კონკრეტულად ამის შესახებ ჯერჯერობით ცოტაა ცნობილი, მაგრამ თუ აქ რაიმე სიმართლის ნიშანწყალი მაინც არის, ცხადია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია. სრულად, ზედმიწევნით, დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და უნდა დაისაჯოს ის ხალხი, თუ ასეთი რამ განხორციელდა. მეორე - საზოგადოებაში აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება უნდა იყოს ამის მიმართ, ხოლო ის თუ საიდან განხორციელდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს," - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა