დიმიტრი ხუნდაძე - მაქვს მოლოდინი, სტრასბურგის სასამართლო დააფიქსირებს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები უმთავრესია

მაქვს მოლოდინი, სტრასბურგის სასამართლო თავისი განაჩენით დღეს დააფიქსირებს, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები უმთავრესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ეთნიკური შერჩევით, მოქალაქეების გაძევება არ ხდება არცერთი ცივილიზებული ქვეყნიდან.

"მაქვს მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, ამაში ეჭვი არ მეპარება. შესაბამისად, ამ განაჩენით კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ადამიანის უფლებები 21-ე საუკუნეში არის უმთავრესი და ასე, როგორც ბარგი და მითუმეტეს, ტექნიკური შერჩევით, მოქალაქეების გაძევება არ ხდება არცერთი ქვეყნიდან, როდესაც ცივილიზაციაზე გვაქვს საუბარი", - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა