დიმიტრი ხუნდაძე - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება, ბრძოლის ყველაზე უზნეო მეთოდია

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ჰგავს ეშმაკის შუაში ჩაგდებას ურთიერთობის გაფუჭებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ამით ყველაზე მეტად მმართველმა გუნდმა იზარალა.

„ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს არის ბრძოლის ყველაზე უზნეო მეთოდი. ეს ჰგავს ეშმაკის შუაში ჩაგდებას ურთიერთობის გაფუჭებისთვის. ვფიქრობ, ყველაზე მეტად იზარალა ხელისუფლებამ მმართველმა გუნდმა, ჩვენ უკვე მესამე დღეა ვისმენთ ხელისუფლების ლანძღვას. ამიტომ ვფიქრობ, ამის დამკვეთი არის ის, ვინც უზნეო ოპონირებას სწევს ხელისუფლებასთან, მმართველ გუნდთან, მსხვერპლთან. ვფიქრობ, ვინც საკმაოდ დაზარალდა, ეს ეკა ბესელიაა. ასევე ვფიქრობ, ამან გააღვივა შუღლი სასამართლოს თემატიკასთან დაკავშირებით დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩვენ ახლა უნდა გადავცეთ ეს თემა სამართალდამცავებს და დაველოდოთ რა შედეგი დადგება. იმედი მაქვს, რაც შეიძლება სწრაფად შეძლებენ სამართალდამცავი ორგანოები მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით შედეგზე გავიდნენ",- განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძე ამბობს, ბრძოლის უზნეო მეთოდები წინა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი.

"რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებს, ამაზე გვქონდა 2 -დღიანი მსჯელობა, ყველას მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება და ეს შეხვედრები დასრულდა შეთანხმებით. ამიტომ გამოვრიცხავ, ეს იყოს შიდა გუნდური დაპირისპირების საკითხი, ან თუნდაც ბოლო პერიოდში სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის ბრძოლის უზნეო მეთოდი. გახსოვთ "ქართული ოცნების" მიერ განადგურებული ათიათასობით ასეთი კადრი. მაგრამ როგორც ჩანს, მავანმა მოიტოვა ბრძოლისთვის ასეთი ჩანაწერები და სამწუხაროდ, საზოგადოებას ასეთი უგემოვნო და უზნეო მეთოდებს პერიოდულად აწვდის.

მმართველი გუნდი არის პასუხისმგებელი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არ არის მსგავსი მეთოდები და გვახსოვს უახლოესი პოლიტიკური წარსული, როდესაც ათიათასობით მსგავსი კადრი გროვდებოდა და ეს გავანადგურეთ. ალბათ, სადღაც კიდევ შემორჩა და ბრძოლის ამ უზნეო მეთოდს იყენებს ის, ვინც ოპონირებაშია ხელისუფლებასთან, საკუთარ ქვეყანასთან, მმართველ გუნდთან და ყველასთან, გარდა საკუთარი თავისა. მე არ მომისმენია ეკა ბესელიასგან ბრალდება გუნდის შიგნით. ყველაზე მეტად არ აწყობს ამის გავრცელება მმართველ გუნდს. გარკვეულწილად, ვინც ეს დაგეგმა, მიზანი მიღწეულია, რადგან მმართველი გუნდი და ხელისუფლება გაილანძღა",- განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო