ენერგოომბუდსმენი რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს

შპს ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" გადაწყვეტილებას რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გაკეთებული განცხადება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, საკმარისად არგუმენტირებული არ არის და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა ნდობას არ იწვევს.

„დღეისათვის მოქმედი, 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულია შესაბამისი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროდ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის დადგენის საქმიანობა არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციაში, რის გამოც ლიცენზიატ კომპანიებს მეტი თავისუფლება ენიჭება ტარიფის განსაზღვრის დროს.

მოცემულ შემთხვევაში, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადება არ არის საკმარისად არგუმენტირებული და მათ მიერ შემოთავაზებული ტარიფის ოდენობა არ იწვევს ნდობას. აღსანიშნავია, რომ „სოკარ ჯორჯია გაზი“ ემსახურება საქართველოს რეგიონებს, სადაც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს წარმოადგენს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა მომხმარებელიც აგრეთვე არის შედარებით დაბალანაზღაურებადი კონტიგენტი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება რეგიონულ ქალაქებსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებზე.

მიგვაჩნია, რომ გაზის მიწოდების საქმინობა სრულად უნდა იყოს რეგულირებადი და ტარიფების დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მიერ, მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა