კახა კალაძე - კიკვიძის ბაღში ბიზნესაქსელერატორი გავხსენით, ახალგაზრდებს ვეხმარებით ბიზნესგეგმის დაწერაში

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, წარადგინოს თავისი იდეა, მოვიდეს აქ და მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა მიიღოს”, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩთან ერთად ბიზნესაქსელერატორის გახსნის შემდეგ განაცხადა.

„დღეს კიკვიძის ბაღში ბიზნესაქსელერატორი გავხსენით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელებაში, ვეხმარებით ბიზნესგეგმის დაწერაში, ბიზნესთან კომუნიკაციაში, რომ მათი იდეების რეალობად ქცევა შევძლოთ. ჩვენ ამ პროექტში გვეხმარება ევროკავშირი. მათი მხრიდან გამოყოფილია 500 000 და ჩვენც ვამატებთ თანხებს, რომ ამით მოხდეს ხელშეწყობა და იყოს ახალგარდების ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, წარადგინოს თავისი იდეა, მოვიდეს აქ და მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა მიიღოს”, - განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, აღნიშნული პროექტი არის ნაწილი დიდი ინიციატივისა “მერები ქალაქების განვითარებისთვის”.

“მოხარული ვარ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით, რადგან ეს არის ნაწილი დიდი ინიციატივისა “მერები ქალაქების განვითარებისთვის”. ამ ინიციატივის მიზანია, რომ ნიჭიერ მეწარმეებს აღმოვუჩინოთ დახმარება მათი იდეების რეალიზებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტთან და სხვადასხვა სამინისტროებთან. დღეს მე უკვე ვნახე ბევრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა გამომგონებელი, რომლებსაც ძალიან საინტერესო პროდუქტი აქვთ”, - აღნიშნა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო