საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მედოევმა თრუსოს ხეობა აღმოსავლეთ ოსეთად მოიხსენია.
„ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არის ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და განვაგრძობთ ამ პოზიციაზე მტკიცედ დგომას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში მედოევმა განაცხადა, რომ „ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთი (თრუსო, კობი და გუდოს ხეობა) საქართველოს კონტროლის ქვეშაა და ეს პრობლემა ყოველ წელს უფრო რთულდება“.