სააგენტო EFE - ევროპარლამენტი ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ რეზოლუციას მიიღებს

ევროპარლამენტი ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ დღეს რეზოლუციას მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო EFE ევროპარლამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, რეზოლუციას მხარს დაუჭერენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „სოციალისტების“ წარმომადგენლები. რეზოლუციაში ასევე იქნება მოწოდება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარონ, ვიდრე ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფმა ვენესუელას პარლამენტის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავისი თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. იმავე დღეს ის ამ სტატუსით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სცნო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო