მამუკა კაციტაძე - NDI-ს კვლევამ დაადასტურა, რომ  „ქართულ ოცნებას“ ყავლი გასდის

NDI-ს კვლევამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყავლი გასდის, თან ძალიან მაღალ დინამიკაში, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

კაციტაძე გამოეხმაურა „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

„რაც შეეხება კვლევას. ზოგადად, სოციოლოგიური კვლევა არ არის დიაგნოზი და ბეჭდის დასმა, ეს არის მეცნიერება, რომელმაც უნდა დაანახოს დაინტერესებულ მხარეს, თუ რა ტენდენციებს აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. ჭკვიანი კაცი ამ ყველაფერს გამოიყენებს, უჭკუო კი არ მიაქცევს ყურადღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევიდან ამოვიკითხე, არის ის, რომ ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებას“ ყავლი გასდის ძალიან მაღალ დინამიკაში და მეორე, საზოგადოება ითხოვს რაღაც ახალს. მობეზრდა ის, რაც იყო, შესაბამისად, ითხოვს რაღაც ახალს, პოლიტიკურ ნაწილში. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი არაფერია პრობლემათა ნუსხაში, სადაც ძირითადად ისევ წინ არის წამოწეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ყურადღება მისაქცევია ასევე დემოკრატიის და კორუფციის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს და ეს ყველაფერი იმ ბლოკში ერთიანდება, რომ „ხელისუფლებას ყავლი გასდის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა