კომპანია „ბათუმის წყალი“ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ბათუმის წყალი“ ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის დაბინძურების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„მოსახლეობაში ვრცელდება არასწორია ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის დაბინძურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შესააბამება სიმართლეს.

შპს „ბათუმის წყალის“ ქიმიურ-ბაქტერიიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24 საათიან რეჟიმში, ყოველდღიურად ხდება სასმელი წყლის ხარისხის გადამოწმება დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად. წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმატივებს და არ ფიქსირდება რაიმე სახის ცდომილება.

შპს „ბათუმის წყალის“ ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ISO 17025-ის მფლობელია. ISO სტანდარტების და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად ყოველწლიურად მიმდინარეობს მონიტორინგი. დამატებით, შპს „ბათუმის წყალის“ აბონენტებს ვაცნობებთ, რომ სახლში წყლის ხარისხი შემოწმების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტრის ნომრებზე (0422) 24 22 22, ან 1152 ლაბორატორიის წარმომადგენლების მიერ მოხდება წყლის ხარისხის შემოწმება დადგენილი სტანდარტების მეშვეობით, რის შემდეგაც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო