ქვემო ქართლის რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 2018-19 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფლის (ახალსოფელი, ნორიო, ვაზიანი, ახალი სამგორი და მარტყოფი) წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ნაწილობრივ სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, შემკრები რეზერვუარი, დამცავი კედელი, ჭაბურღილები და კოლექტორი. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებს წყალმომარაგების პრობლემა ათეული წლებია აწუხებს- ნაწილს წყალი ოთხ დღეში ერთხელ ორი საათით, ნაწილს კი დღეგამოშვებით მიეწოდება. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია.

„პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარამდეა გამოყოფილი. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება.

ასევე, მიმდინარეობს მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და ხუთი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ახალი საკანალიზაციო კოლექტორისა და სისტემის მოწყობა, ასევე წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა.

ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტრუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე.

მარნეულის პროექტს, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა