ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ

ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

„მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო: "კარები იყო ღია, შევიდა და რომ დაინახა მძინარე ამდენი ადამიანი, შეშინებული გამოვარდა" - რას ამბობს თვითმხილველი ისანში მომხდარ ტრაგედიაზე

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა