ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი, სავარაუდოდ, წუხელ გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ის გარდაცვლილების საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირედ ცხოვრობს. მისივე თქმით, გარდაცვლილებს არ იცნობდა.
„გაზის სუნი არ მიგრძვნია. სავარაუდოდ, ისინი წუხელ ღამე არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა ადგილობრივმა.
ადგილზე მობილზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.