„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული

ბინაში, სადაც მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განუცხადეს, კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნული დანადგარი შეუსაბამობის გამო 2018 წლის მარტში ჩახსნეს, თუმცა ბინაში მცხოვრებლებმა თვითნებურად დააერთეს.

„კუსტარულად, ჩვენი რეკომენდაციების შეუსაბამოდ იყო დამონტაჟებული ეს დანადგარი. მოხდა გაზის არასრული წვა, დაგროვდა CO ბინაში და ამის შედეგად გაიგუდნენ ადამიანები. „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა მარტში ჩახსნეს ეს დანადგარი შეუსაბამობის გამო და მერე თვითნებურად დააერთეს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო