დავით სერგეენკო - 30 წლის მამაკაცის H1N1 ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის

30 წლის მამაკაცის H1N1 ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, კლინიკური მონაცემების მიხედვით, მამაკაცს გართულებული პნევმონია აღენიშნებოდა, თუმცა კონკრეტულად ე.წ. ღორის გრიპით ავადობა ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული.

მინისტრის ინფორმაციით, ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები რეანიმაციაში 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით გრიპის მიზეზით არიან მოთავსებული, კონსილიუმები ჩატარდება.

„შარშან წლის ბოლოს, როდესაც დაიწყო გრიპის ვირუსით გაზრდილი ავადობა, სამინისტროს სამოქმედო პროტოკოლში, სხვა მიმართულებებთან ერთად ჩაიდო ასეთი მოქმედი პროტოკოლი, რომ რეანიმატოლოგი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ატარებენ მონიტორინგს იმ კლინიკებში, სადაც ეს სჭირდებათ. იაშვილის კლინიკაში მართალია, რომ ამის გამოკვეთილი საჭიროება არ არის, თუმცა ინტერესის ფოკუსირება ხდება იმ პაციენტებზე, რომლებიც რეანიმაციაში იმყოფებიან გრიპის მიზეზით 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით და მათზე დაიწყება კონსილიუმები, რათა ბევრად უკეთესი გამოსავალი შევთავაზოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე ვერ ღებულობენ ამ სერვისებს, მაგრამ გახანგრძლივებული მკურნალობა რეანიმაციაში ნიშნავს, რომ გუნდური გადაწყვეტილებებია საჭირო, რასაც კონსილიუმით განვახორციელებთ. მეც ჩართული ვარ ამ კონსილიუმში და ყველა კლინიკაში, სადაც ამ რისკ-ჯგუფის პაციენტები იქნებიან, ყველასთან ჩატარდება ეს კონსილიუმები,“ - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის ორი ბავშვია მოთავსებული. როგორც სერგეენკომ განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა საყურადღებოა.

„მე არ მაქვს უფლება, რომ დეტალები მოგახსენოთ. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ორივესთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ძალიან საყურადღებოა,“ - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო